შპს Dr.Rodger Service Management დაარსდა 2008 წელს ირინა ჭელიძის მიერ. მისი ვაჟიშვილის ლადო ჭელიძის ხელმძღვანელობით  კომპანია საქართველოს დასუფთავების ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშე გახდა – 1300-ზე მეტი თანამშრომლითა და დასუფთავების ტექნიკის ყველაზე მსხვილი პარკით, წარმომადგენლებითა და ლოჯისტიკური ცენტრებით ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბორჯომსა და თელავში.

რესურსების ეფექტიანი განაწილების, ასევე ხარისხისა და ოპერატიულობის მაჩვენებლების ზრდისთვის კომპანიის სტრუქტურა მომსახურეობის სახეობათა შესაბამისადაა დაყოფილი.

გიორგი რაფავა – სახელმწიფო სექტორის, დეზინფექციისა და აგრო პროექტების მიმართულების დირექტორი.

თამუნა მურღულია – კომერციული ორგანიზაციების მიმართულების დირექტორი.

2017 წლიდან შპს DRSM-ში გაიხსნა სამრეცხაო კომბინატი Dr. Rodger Laundry Service.  სამრეცხაოს მართველი მენეჯერი გახლავთ ნინო კახიაშვილი 

Dr.Rodger Service Management -ის მთავარი მომწოდებელია შპს Cleantech, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების: Diversey, KimberlyClark, Ermop, Bayer CS, Duni-ის,  პროფესიული სარეცხი და ჰიგიენის საშუალებების, დასალაგებელი ტექნიკისა და  ინვენტარის დისტრიბუციასა და წარმოებას. 2009 წლიდან შპს Cleantech-ი ასევე აქტიურად ეწევა საკუთარი წარმოების ბრენდ – ZOMA-ს განვითარებას.